თეგი: ჰაკერული შეტევა

რუსი ჰაკარების ჯგუფმა აშშ-ის რამდენიმე აეროპორტის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განახორციელა - CNN

ათზე მეტი საჯარო აეროპორტის ვებსაიტი, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი უდიდესი აეროპორტის ვებსაიტი, მიუწვდომელი იყო. პასუხისმგებლობა რუსულენოვან ჰაკერებმა აიღეს. CNN-ის ცნობით, ჰაკერულ შეტევას საჰაერო მოგზაურობაზე ზემოქმედების უშუალო ნიშნები არ გამჟღავნებულა. კიბერშეტევის სამიზნეებს შორის ნიუ-იორკის აეროპორტი La Guardia და ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ატლანტის აეროპორტები იყვნენ. კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანი ჰაკერების ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჯგუფმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოკავშირე ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევები განიზრახა.  

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ჰაკერული შეტევის შესახებ იუწყება

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ელფოსტის სერვერი, რომელიც მის ერთ-ერთ შვილობილი კომპანიას ეკუთვნის, უცხო ქვეყნიდან შეტევის შედეგად არის გატეხილი. იტყობინება კვირას სახელმწიფო მედია. მისივე განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში განათავსეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ირანული ჰაკერული ჯგუფი - Black Reward, 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში იმუქრებოდა, რომ 24 საათში გაავრცელებდა ჰაკერულ ინფორმაციას, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და არეულობის დროს დაკავებულ ადამიანებს.  

აშშ-ის ოფიციალური პირები ეძებენ ფარულ ჩინურ მავნე პროგრამას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო ოპერაციებზე - NYT

The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები თავდაცვის სისტემაში ეძებენ ჩინურ მავნე პროგრამა, რასაც შეუძლია, სამხედრო კომუნიკაციებს და მომარაგების ოპერაციებს შეუშალოს ხელი. ცნობილია, რომ გასულ კვირას, ჩინეთში აშშ-ის ელჩის, ნიკოლას ბერნსის ელექტრონული ფოსტის ანგარიში გატეხეს, განუცხადა თავის მხრივ, CNN-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა სამმა ოფიციალურმა წყარომ. ამ თვის დასაწყისში Microsoft-მა და თეთრმა სახლმა დაადასტურეს, რომ ჩინეთში დაფუძნებულმა ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის ანგარიში რამდენიმე ორგანიზაციაში, მათ შორის ზოგიერთ ფედერალურ სააგენტოში გატეხეს. სამიზნე სააგენტოებს შორის იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და ვაჭრობის დეპარტამენტი, რომლებმაც ჩინურ სატელეკომუნიკაციო ფირმებს სანქციები დაუწესეს. „ამერიკელმა ოფიციალურმა პირებსა და Microsoft-ის ანალიტიკოსებს თავდაპირველად უჭირდათ იდენტიფიცირება, თუ როგორ მოუწვდებოდათ ხელი ჰაკერებს ელ-ფოსტის ანგარიშებზე, რამაც ცხადყო, რომ მათ საქმე ჰქონდათ დახვეწილ ჰაკერულ გუნდთან,“ განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს. FBI-მ განაცხადა, რომ პეკინს აქვს უფრო დიდი ჰაკერული პროგრამა, ვიდრე სხვა ერთად აღებულ ყველა მთავრობას. „ენტონი ბლინკენმა ინციდენტებთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში, ინდონეზიაში მთავარ ჩინელ დიპლომატთან შეხვედრისას ისაუბრა,“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა CNN-ს, მაგრამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.  „ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სამიზნედ აქცევს აშშ-ის მთავრობას, ამერიკულ კომპანიებს, ამერიკელ მოქალაქეებს, არის ჩვენთვის ღრმა შეშფოთების საგანი და რომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. მდივანმა ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

ლატვია პრორუსი ჰაკერების ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე ჰაკერულმა ჯგუფმა ლატვიის საჯარო, ფინანსური და სამედიცინო სექტორის ინსტიტუტების ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტება განახორციელა. ამის შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციის ცენტრმა განაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში გატეხეს მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა დაწესებულების 10-მდე ვებგვერდი, რისთვისაც ერთ-ერთი რესურსის დეველოპერის დაუცველობა გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ესტონეთში კიბერშეტევების ყველაზე დიდი ტალღა დაფიქსირდა.  

რუსმა ჰაკერებმა Microsoft-ის კორპორაციული ელ-ფოსტების ანგარიშები გატეხეს

კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა კორპორაციული ელ-ფოსტების, მათ შორის, ხელმძღვანელობის ანგარიშები გატეხეს. „კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას,“ ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში. კომპანიის ცნობით, ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული -ელ-ფოსტების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის. არის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების, კიბერუსაფრთხოების სამსახურის, იურიდიული სამსახურისა და სხვა ქვედანაყოფების თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა. ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ელექტრონული წერილისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების გატაცება. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ თავდაპირველად ჰაკერები ელექტრონულ ფოსტაში ეძებდნენ ინფორმაციას თავად Midnight Blizzard-ის შესახებ. კორპორაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმა არ არის დაკავშირებული Microsoft-ის პროდუქტებისა და მომსახურებათა დაუცველობასთან. ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს კლიენტების გარემოზე, ამოსავალ კოდზე ან ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე. გამოძიება გრძელდება.